ბახტაძე: საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი აიკრძალება

ბახტაძე: საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი აიკრძალება

"საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი აიკრძალება და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა შევეხო ეკოლოგიას და იმ პრობლემას, რომელიც დღეს დგას და ობიექტურად თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავამუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები.

მინდა ის მიმართულებები ჩამოგითვალოთ, რომელზეც გავაკეთებთ აქცენტს, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა, ამასთან ერთად აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე.

აგრეთვე შევა მასშტაბური ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით", - აცხადებს ბახტაძე.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"დღევანდელი კონფერენცია  იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა - ეს...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172