პრემიერი: სსიპ-ებთან და ააიპ-ებთან დაკავშირებით ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს

პრემიერი: სსიპ-ებთან და ააიპ-ებთან დაკავშირებით ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს

„რელიგიის სააგენტოზე რაც ჩვენ გაnვაცხადეთ, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე გვაქვს მხარდაჭერა და ასეც მოხდება”, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ზოგადად სსიპ-ებთან და ააიპ-ებთან მიმართებაში ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება. 

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე განვმარტო, რომ სსიპ-ებთან და ააიპ-ებთან დაკავშირებით ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკაში და მიდგომებში. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით არის საკმაოდ რესურსი იმისთვის, რომ ხარჯები, რასაც ვახორციელებთ, გაცილებით უკეთესი ეფექტი მივიღოთ და მივიღოთ უფრო ეფექტური ბიუროკრატია. ბუნებრივია, ნაბიჯები გადაიდგმება და ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიის სააგენტოს, ზოგადად ვსაუბრობ. შესაძლოა გაუქმდეს, გაერთიანდეს და ოპტიმიზაციით მივიღოთ ის ეფექტი, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“, - აღნიშნა მამუკა ბატხაძემ.

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

56 წუთის წინ

მათ შორის მოლაპარაკებები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დელეგაციის სირიაში ვიზიტის დროს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროს მინისტრებმა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, ვალიდ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080