პრემიერი: შალვა თადუმაძე პრინციპული ადამიანია, და ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს

პრემიერი: შალვა თადუმაძე პრინციპული ადამიანია, და ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს

დღეს, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, შალვა თადუმაძე კეთილსინდისიერი და პრინციპული ადამიანია.

"შალვა თადუმაძე უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ, ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას პარლამენტში დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო და დარმწუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

14 წუთის წინ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172