პრემიერი: სოზარი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი გახლავთ

პრემიერი: სოზარი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი გახლავთ

სოზარი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი გახლავთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებთან სოზარ სუბარის სამომავლო საქმიანობაზე გააკეთა კომენტარი.

“სოზარი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი გახლავთ. მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ვფიქრობ, იმ დავალებებისთვის თავის გასართმევად, რომელიც მის უწყებას ჰქონდა ჩაბარებული და რა თქმა უნდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, სოზარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში წარმოდგენილი იმ როლით, სადაც ის შეძლებს თავისი ძლიერი მხარეების მაქსიმალურად რელიზაციას”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ის სამეგრელოს გუბერნატორს, ამის შესახებ პრემიერმა კომენტარი არ გააკეთა.

იაგო ხვიჩია: პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს სისულელეების თქმაში ეჯიბრებიან

იაგო ხვიჩია: პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს სისულელეების თქმაში ეჯიბრებიან

1 წუთის წინ

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ კანდიდატები, სისულელეების თქმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. მარიხუანის მოხმარებასა და პედოფილიას ერთმანეთს რომ ვადარებთ... ვგულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. არსებობს „ევროპული...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273