პრემიერი: ჭუბერში მაქსიმალურად მოკლე დროში აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას

პრემიერი: ჭუბერში მაქსიმალურად მოკლე დროში აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდება ზარალი. 

„ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენ სრულად აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა. „ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

9 წუთის წინ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172