პრემიერი: შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება აქვთ

პრემიერი: შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება აქვთ

მე წინა ბრიფინგებზე გავაკეთე განაცხადება სახელმწიფო ხარჯზე და ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე, ეს არის მიუღებელი და არის პრინციპული ნაბიჯები გადასადგმელი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტომობილების შემცირებასთან ერთად ასევე შეიზღუდება იმ პირთა წრეც, ვისაც პერსონალური ავტომობილის სარგებლობის უფლება აქვს.

"მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში მთავრობის ავტოპარკი წლის ბოლომდე შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით. აღნიშნული მანქანები რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა. მოხდება მათ მაგივრად სპეციალური ავტომობილების შეძენა პარტულისთვის, გარემოს დაცვითი ღონისძიებებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება. 

ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვთ პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება, დაახლოებით 500 მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში. ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს. ამ საკითხზე რაც გულისხმობს, ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას და რეალიზაციას გააკეთებს რომ კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

57 წუთის წინ

მათ შორის მოლაპარაკებები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დელეგაციის სირიაში ვიზიტის დროს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროს მინისტრებმა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, ვალიდ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080