12-იდან 12 ხმა - ვინ არის საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე

12-იდან 12 ხმა - ვინ არის საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე

საპროკურორო საბჭოს 12 წევრიდან შალვა თადუმაძეს, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, 12-ვემ დაუჭირა მხარი.

საპროკურორო საბჭომ, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ სარჯველაძის მიერ წარდგენილ 2 კანდიდატს, შალვა თადუმაძეს და ნინო გოგნიაშვილს მოუსმინა. მესამე კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კი, კანდიდატურა დღეს მოხსნა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ახლად დანიშნული მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე 1978 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტში მიიღო (1993-1998 წლებში). ასევე დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და აქვს სამთო ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომი. ამას გარდა ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაც გაიარა და სამთო ინჟინერიაში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
მისი სამუშაო გამოცდილება 2001 წელს იწყება თავდაცვის სამინისტროში იურისკონსულტად, შემდეგ ადვოკატად მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“.

2002-2003 წლებში ასოციაციაში „სამართალი და თავისუფლება“ და EC-ს პროექტი - „სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები თავდაცვის სფეროში" ადვოკატი იყო.

ამავე პერიოდში სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემმუშავებელი კომისიის წევრი იყო. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ.

2003-2005 წლებში საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი ჯგუფის წევრი იყო.

2007 წლიდან 2008 წლამდე შპს „აბგ & პროფსერვის გრუპში“ მუშაობდა ადვოკატად.

2006 - 2009 - ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრისა და IRI-ის პროექტ „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი სკოლის“ კოორდინატორი.

2010-2012 წლებში ისევ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებისა“ და „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“ EU პროექტის კოორდინატორია. ამის პარალელურად, პერიოდი 2012 წალმდე – საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“ პარტნიორი და ადვოკატი.

2014-2016 წლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე იყო. ამასთან ერთად, 2012-2018 წლებში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანიც იყო.

2018 წლის 12 აპრილს, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის უფროსის თანამდებობაზე, შალვა თადუმაძე წარადგინა.

ხოლო დღეს, 2018 წლის 11 ივლისს საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად დანიშნა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე პირმა კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა, მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის 18 კანდიდატმა გააგრძელა ბრძოლა.
საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს მთავარ პროკურორს.

"ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი გაჩერდა, მგზავრებს ღირებულების 50% დაუბრუნდებათ"

"ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი გაჩერდა, მგზავრებს ღირებულების 50% დაუბრუნდებათ"

11 წუთის წინ

"ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა.  თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ყველა მგზავრს კომპენსაციის სახით...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080