ზაალ უდუმაშვილი: ოპოზიციურ ერთობაზე კონსულტაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს

ზაალ უდუმაშვილი: ოპოზიციურ ერთობაზე კონსულტაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს

  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან ოპოზიციურ ერთობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

უდუმაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან „ნაციონალური მოძრაობა“ მსჯელობს იმაზე, რა კონფიგურაციით გამოვლენ არჩევნებზე და ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი.

პოლიტიკოსი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს პარტიებს და ამბობს რომ უფლებამოსილი პირი არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების კარი ყველასთვის ღიაა და არა მხოლოდ იმ პარტიებისთვის, ვინც ამსტერდამის შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას.

სხვა პარტიებთანაც გეგმავთ ისეთივე ხელშეკრულებების გაფორმებას, როგორიც „ევროპულ საქართველოსთან“ გააფორმეთ, რომ ერთმანეთის მიმართ თავდასხმები არ იყოს?

არა მხოლოდ თავდასხმებზე. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს რამდენიმე პარტიასთან, რათა ჩვენ გვყავდეს საერთო კანდიდატი ამ არჩევნებზე.

ვისთან? თუ შეგიძლიათ რომ დაგვიკონკრეტოთ?

სამწუხაროდ ახლა მე ვერ დავაკონკრეტებ. იმიტომ, რომ კონსულტაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, როდესაც მე და თქვენ ვსაუბრობთ. ამიტომ, მე არ ვარ უფლებამოსილი კონკრეტული პარტიები დავასახელო. არაერთი პარტია მონაწილეობს ამ დიალოგში. რამდენიმე დღეში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა ძალები ჩავერთვებით ერთობლივ საარჩევნო კამპანიაში. შემდეგ უკვე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. ვვარაუდობთ, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი გაერთიანდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციის აბსოლუტური გაერთიანება მოხდეს. მაგრამ, ოპოზიციური ფლანგის რაღაც ძალების კონსოლიდაციას მოვახდენთ, რომ ძლიერი პოზიციები გვქონდეს ამ არჩევნებზე.

ერთი დეტალი მაინც მითხარით, ეს არის მხოლოდ ის პარტიები,  რომლებიც ამსტერდამის შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას თუ სხვა პარტიებთანაც მიმდინარეობს დიალოგი?

რა თქმა უნდა ის პარტიებია, რომლებიც ამსტერდამის შეხვედრებში იყვნენ, მაგრამ არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველასთან ღია ვართ კონსულტაციებისთვის. თავიდანვე ვიძახდით, რომ კანდიდატს, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატად შევარჩევთ, არ არის აუცილებელი „ნაციონალური მოძრაოაბის“ კანდიდატი იყოს. დაველოდოთ როგორ დასრულდება კონსულტაციები და გადაწყდება, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი და რა ძალებით გავალთ არჩევნებზე.

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

9 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172