საპროკურორო საბჭოს წევრი: სამწუხაროა, 2 კანდიდატს შორის მოგვიწია მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევა

საპროკურორო საბჭოს წევრი: სამწუხაროა, 2 კანდიდატს შორის მოგვიწია მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევა

„სამწუხარო და დასანანია რომ ჩვენ ორ კანდიდატს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება. გვქონდა სურვილი მოგვესმინა შალვა შავგულიძისათვის“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს  წევრმა ნანა ხუნჯუამ ჟურნალისტებთან საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გვქონდა ბევრი შეკითხვები. თუმცა მან მოხსნა კანდიდატურა და ჩვენ მოგვიწია ორ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება. კითხვაზე შეცვლიდა თუ არა შავგულიძის მონაწილეობა საბოლოო შედეგს - ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მისთვის არ მოგვისმენია. რაც შეეხება ორ კანდიდატს, ორივე მათგანის ხედვა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი . საბოლოოდ მე უპირატესობა მივანიჭე იმ კანდიდატს, რომელსაც ჰქონდა რეალისტური გეგემები გამოწვევების გადასალახავად. სხდომის დახურვას რაც შეეხება, ეს პროცესი არის ღია და გამჭვირვალე. კანდიდატებთან დაკავშირებით გაკეთდა აუდიო ჩანაწერი და ის გამოქვეყნდება“, - განაცხადა ხუჭუამ.

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

12 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080