უდუმაშვილი: დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების გასტუმრებაა

უდუმაშვილი: დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების გასტუმრებაა

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების გასტუმრებაა,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა "დღის ამბებში" განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო თანამშრომლობა განიხილეს.

"ეს ინიციატივა ევროპული სახალხო პარტიისგან მოდიოდა, სწორედ ის იყო ამ შეთანხმების გაფორმების  ინიციატორი. როგორც მოგეხსენებათ, როგორც “ნაციონალურ მოძრაობა”, ისე “ევროპული საქართველო” ევროპის სახალხო პარტიის წევრია, შესაბამისად, ეს მათი ინიციატივა იყო.

უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ოპოზიციის და მათ შორის, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის, არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გასტუმრება, სწორედ ამიტომ მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება, რადგან ახლა არ არის დრო ურთიერთკინკლაობის და ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევის.

ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, ხომ ეს არის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთმანეთთან არკვიონ ურთიერთობები და გვერდზე დარჩეთ წინასაარჩევნო კამპანია, ამის საშუალება ახლა ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ.

რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში, ყველა მომსწრე იყო იმის, რომ “ ნაციონალური მოძრაობა”, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, მუდმივი თავდასხმების ობიექტი იყო. სამწუხაროა, რომ ეს თავდასხმები არ იყოს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან და ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ სხვა მუშაობის რეჟიმზე, ვინაიდან ნებისმიერი თავდასხმა ერთმანეთზე ოპოზიციას ვგულისხმობ, ეს ასხავს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე”,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნოდ, თანამშრომლობას ხელი მოაწერეს.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080