გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია

ბერლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია დასრულდა. ხუთი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ფორუმზე 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატმა, ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუციები მიიღო.

სესიის ბოლო დღე ბერლინის დეკლარაციის მიღებას და ორგანიზაციის საკადრო საკითხების გადაწყვეტას დაეთმო. ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი, ერთი წლის ვადით, პრეზიდენტად აირჩია.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, მას შემდეგ რაც მოქმედი პრეზიდენტის, ავსტრიის პარლამენტის წევრის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

1 საათის წინ

მათ შორის მოლაპარაკებები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დელეგაციის სირიაში ვიზიტის დროს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროს მინისტრებმა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, ვალიდ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080