დონალდ ტრამპი: აშშ-ს მიმართ ნატო-ს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება უსამართლობაა

დონალდ ტრამპი: აშშ-ს მიმართ ნატო-ს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება უსამართლობაა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-ს წევრ ქვეყნები შეერთებული შტატებს უსამართლოდ ექცევიან. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Fox News- ის ეთერში განაცხადა.

ამერიკის ლიდერის განმარტებით, აშშ-სა და ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვითი ხარჯების არათანაბარი განაწილება უსამართლობაა.

"ნატო-ს წევრები ქვეყნები უსამართლოდ გვექცევიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს აზრი დავაფიქსირეთ. ჩვენ ძალიან ბევრს ვიხდით, ისინი კი ძალიან ცოტას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ორგანიზაციის ბიუჯეტში ნატო-ს წევრი ქვეყნების არასაკმარისი წვლილის გამო.

3 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრ ქვეყნებს წერილი მისწერა, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მათ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს. გერმანიის ლიდერისთვის ანგელა მერკელისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ გერმანიის მიერ, ალიანსის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი არასაკმარისი თანხა ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და სხვა წევრ ქვეყნებსაც აძლევს საბაბს, არ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080