ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან. ტრაილერების მძღოლები სააგენტოს ხელმძღვანელისგან პასუხს ელოდებიან, თურქეთში გადასვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით.

მათი განმარტებით უკვე ორი კვირაა ტრაილერების ქართველ მძღოლებს თურქული მხარე საზღვრის კვეთის საშუალებას არ აძლევს. ნებართვების გაცემა, რაშიც ადრე წლიურად 870 ლარს იხდიდნენ, შეჩერდა გაურკ ეველი მიზეზებით. მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

"ნებართვების გაცემა მხოლოდ ჩვენ შეგვიჩერეს, უპრობლემოდ გადადიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მოქალაქეები. ორი კვირაა გაჩერებული ვართ" - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მძღოლებმა საპროტესტო აქცია აღნიშნულ თემაზე ორი დღის წინ აჭარის მთავრობასთან გამართეს, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს.

თემები:
დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

1 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080