საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის კანდიდატად აირჩია

საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის კანდიდატად აირჩია

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია.

საპროკურორო საბჭოს 12 წევრიდან შალვა თადუმაძეს 12-ვემ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია. 

საპროკურორო საბჭომ დღეს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ სარჯველაძის მიერ წარდგენილ 2 კანდიდატს, შალვა თადუმაძეს და ნინო გოგნიაშვილს მოუსმინა. მესამე კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კი, კანდიდატურა დღეს მოხსნა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

17 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080