დეპუტატები ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხნის შესახებ განცხადებას გამოეხმაურნენ

დეპუტატები ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხნის შესახებ განცხადებას გამოეხმაურნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ განცხადებას სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ.

განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ასფალტ-ბეტონის ქარხანის ფუნქციონირებას აპროტესტებს. მათივე განცხადებით „მსგავის ტიპის საწარმოს არსებობა შექმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, გარემოსა და მოსახლეობის მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს“ .

საკითხის განხილვის მიზნით, განმცახდებლების მოთხოვნის შესაბამისად, გაიმართა ინფრასტრუქტურის კომისიის რიგგარეშე სხდომა, სოფელ დვაბზუსა და ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატების შემდეგ, კი ადგილზე, ქარხანაში, მხარის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი იმყოფებოდნენ.


სოფელ დვაბზუში, შპს “NEW ROAD“-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა რამდენიმე ხნის წინ აშენდა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ქარხანაში 44 ადამიანია დასაქმებული.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარში ქარხნის გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი აღნიშნავს:

„ new road“-ის ასფალტბეტონის ქარხანა ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა კავკასიაში და ის აღჭურვილია უახლოესი გერმანული დანადგარებით. გვაქვს შეასაბამისი სერტიფიკატებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ საწარმო არის უმაღლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი და არ ახდენს მავნე ზემოქმედებას“.

 „ ეს არის 10 მილიონის ღირებულების პროექტი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება არის მისასალმებელი, ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წინსვლას. მნიშვნელოვანია თითოეული მაცხოვრებლის აზრი, ამიტომ კომისიის სხდომაზე, შემდეგ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. ვფიქრობთ, მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეისწავლონ და კვალიფიციური განმარტებებიც მათ უნდა გააკეთონ, სწორედ ამის საფუძვლეზე უნდა მოხდეს ადგილობრივების სწორი ინფორმირება“ - აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა.

საკითხი შესაბამისმა სტრუქტურებმა მოიკვლიეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებაში, რომლიც გამოქვეყნებულია, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე, ნათქვამია:

 "საწარმოს ფუნქციონირების შედეგად , საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერულ ჰაერზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.“ აქვე აღნიშნულია ხმაურის დონესთან დაკავშირებით: „ საწარმოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირების შემთხვევაში უახლოეს საცხოვრებელ სახლებთან ხმაურის დონე არ აღემატება 38დბა-ს." „ გრუნტის დაბინძურება კი მოსალოდნელია მხოლოდ გაუთვალისწიენებელ და ავარიულ შემთხვვებში“ - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, „შპს New Road-ის ასფალტის საწარმო და ინერტული მასალების სამხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლოატაციის პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ.

საკრებულო და შესაბამისი დარგობრივი კომისია,მოსახლეობასთან უშალო კომუნიკაციით სამომავლოდაც მიადევნებს თვალს აღნიშნულ საკითხს.

ზუგდიდის მე-2 სკოლის სარემონტო სამუშაოებში ჩართული მუშები სავარაუდოდ გაიფიცნენ

ზუგდიდის მე-2 სკოლის სარემონტო სამუშაოებში ჩართული მუშები სავარაუდოდ გაიფიცნენ

27 წუთის წინ

თავად, სამუშაოებზე დასაქმებულები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო ჩინურ სამშენებლო კომპანიაში, აცხადებენ რომ საუბარია მხოლოდ ხუთი დღით დაგვიანებაზე, რომლის მიზეზიც შემდეგი გარემოება გახდა. პროექტის ხელმძღვანელისა და კომპანიის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273