გურჯაანის და პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილი გაფორმდა

გურჯაანის და პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილი გაფორმდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 კაციანი დელეგაცია, რომელსაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს, პოლონეთში, პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს. 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტს შორის,ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილს, რომელიც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ცისკარაშვილი, გურჯაანის ნაყინის გენერალური დირექტორი, ბიზნესმენი გურამ ბერიკაშვილი და მეღვინე - ვანო ნარეკლიშვილი.

“ისეთი ნაყოფიერი მიწის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, კერძოდ ჩვენი მუნიციპალიტეტი, სადაც სოფლის მეურნეობა დღითიდღე ვითარდება და აფართოებს ექსპორტის არეალს, მეგობარი ქვეყნების დახმარება ნამდვილად სჭირდება. დიდი მადლობა პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერს, ვოიცეხ ოლდაკოვსკის თანამშრომლობისთვის და ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს დაწყებული თანამშრომლობა სამომავლოდ, ერთობლივი და მაშტაბური პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება,” - განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

შეთანხმებას ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერმა ვოიცეხ ოლდაკოვსკიმ მოაწერეს.

„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ესტონეთის კუუსალუსთანაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენ ახლა ვდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით და ძალიან ვაფასებთ პოლონელების სურვილს მხარდაჭერასთან და სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით,” - აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი.

ხელმოწერის ცერემონიალს პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ ბიზნესმენებთან და მედიის წარმომადგენლებთან.
 

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქე მამა-შვილი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქე მამა-შვილი დაშავდა

11 წუთის წინ

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გულ-მკერდის ტრამვით გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით პირველადი დაკვირვებით პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ. ავტოსაგზაო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172