13 ივლისს ანსამბლი "ნანინა“ კონცერტს ლენტეხში გამართავს

13 ივლისს ანსამბლი "ნანინა“ კონცერტს ლენტეხში გამართავს

13 ივლისს 18:00 საათზე ლენტეხში, ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ნანინა“ კონცერტს გამართავს. 

კონცერტში ასევე მონაწილეობენ ლენტეხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ანსამბლი ,,ნანინა" 2003 წელს შეიქმნა და მან, ერთ-ერთმა პირველმა, მიჰყო ხელი ქართველ ქალთა ტრადიციული რეპერტუარის შესრულებას.

,,ნანინას" თითქმის ყველა წევრი პროფესიით ეთნომუსიკოლოგია. ისინი ექსპედიციებში იწერენ და უშუალოდ ეთნოფორთაგან შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს, ფერხულებსა და დასაკრავებს, არქივებში ეძებენ და აცოცხლებენ ქართველ ქალთა ტრადიციული შემოქმედების უნიკალურ ნიმუშებს.

,,ნანინას" მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს: ორი აუდიოალბომი (2008 და 2016), 20-მდე სოლო კონცერტი საქართველოსა და საზღვერგარეთ, მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, რადიო და ტელეპროექტებში. ,,ნანინამ" 2014 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა აჭარაში - ბათუმსა და ქედაში.

ანსამბლის რეპერტუარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს. ,,ნანინელები" მღერიან, ცეკვავენ, აბამენ ფერხულს, უკრავენ საკრავებზე (ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭუნირი, გარმონი, დაირა, გიტარა). მათი კონცერტები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, უშუალობით, სისადავით, ხალისითა და სანახაობრიობით.

ანსამბლი 2015-2016 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პრიზიორია.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი - „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ - საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს. 

ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. 

ლონდონელმა მსახიობმა ფოთის თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ლონდონელმა მსახიობმა ფოთის თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

5 საათის წინ

ფოთის რეგიონული თეტრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი სპექტაკლით "მედეა, გაძევებული" უნდა გახსნილიყო, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ლონდონელმა მსახიობმა დაუდგენელი მიზეზით, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფესტივალში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080