ნაგოია ბაშო - 2013-დან ნაგოია ბაშო - 2018-მდე ანუ სასწაული, სახელად ტოჩინოშინი (ვიდეო)

ნაგოია ბაშო - 2013-დან ნაგოია ბაშო - 2018-მდე ანუ სასწაული, სახელად ტოჩინოშინი (ვიდეო)

ნაგოია ბაშოზე დღეს მეოთხე დღის შეხვედრები გაიმართა, სამი დღის თავზე კი ბაშოზე მოასპარეზე 42 სუმოისტიდან მხოლოდ შვიდი განაგრძობდა უდანაკარგოდ ასპარეზობას, დანარჩენებს, მათ შორის ოძეკებს - გოიედოს და ტაკაიაშის კი თითო და მეტი მარცხი აქვთ განცდილი.

დაუმარცხებელ დიდ ჩემპიონებს, იოკუძუნებს მონღოლეთიდან, თეთრ ფენიქსს ჰაკუჰოს და წერო დრაკონ კაკარიუს გვერდით დიდებულად ირჯება ტოჩინოშინი - ლევან გორგაძე, რომელიც ცენტნერნახევარი და მეტი წონის სუმოისტებს ისე სწევს დოჰიოდან ჰაერში, როგორც "რკინის ამწე ტვირთს". იაპონური პრესის მიხედვით, სწორედ ასეთ ასოციაციებს აღუძრავს ლევანის ორთაბრძოლები მაყურებლებს. სუმოს არაერთი გამოცდილი მებრძოლი, მაგალითად, ამჟამად აქტიურ სუმოს ჩამოშორებული 55 წლის იოკოძუნა, სუმოს ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს თავმჯდომარე ხაკაკუ, ვერ მალავს თავის აღფრთოვანებას:

"გასაოცარია ასეთი ღონე", ასე მეტოქის ატაცება ჰაერში "მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ სიძლიერის გამომხატველია, არამედ ძლიერ მიმზიდველია საყურებლად", ამასთან "ეს ძალიან დიდი დატვირთვაა მუხლებზე და ასეთ დროს საშიშია ტრავმის მიღება", - ამბობს ხაკუკუ.

ლევანის ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხაკუკოს ამ სიტყვებში, ლევანით აღფრთოვანებასთან ერთად, მის ფიზიკურად უნაკლო ყოფის სურვილსაც დაინახავს და შეუძლებელია არ გაახსენდეს 2013 წლის 11 ივლისი:

ნაგოა ბაშო, მე-5 დღე, ტოჩინოშინი - ტოკუშორიუ, იორიკირით ლევანის გამარჯვება, სამი მოგება ორი წაგების წილ და.... ლევანი ვერ ახერხებს დახმარების გარეშე დოჰიოდან ჩასვლას, მეორე დღეს არ გამოცხადდება და წაგება ჩაეთვლება, მესამე დღიდან, მას შემდეგ, რაც მუხლის მყესების უმძიმესი ტრავმა დაუდგინდება, ტურნირს გამოეთიშება, იწყება მკურნალობის ხანგრძლივი კურსი და თავად ლევანიც კი სკეპტიკურადაა განწყობილი თავის, როგორ სუმოისტის კარიერის კვლავ გაგრძელების შანსზე, მას ჯერ ჯურიო, შემდეგ კი მაკუშიტა დივიზიონში აქვეითებენ და 2014 წლის მარტში დოჰიოზე დაბრუნებული ლევანის კვლავ მაკუჩი დივიზიონში დაბრუნების აღარავის სჯერა...

ლევანის გარდა!

სასწაული მოხდა. ლევანმა მარტში და მაისში მაკუშიტა დივიზიონში სძლია მეტოქეებს - ორივეჯერ 7:0, შემდეგ ჯურიო დივიზიონში, ივლისში და სექტემბერში, ჯერ 13 შეხვედრა მოიგო და ორი დათმო, შემდეგ 15-ივე და უკვე 2014 წლის ნოემბერში დაუბრუნდა მაკუჩი დივიზიონს. დაუბრუნდა არა უბრალო სტატისტად, არამედ ყველასთვის საშიშ მეტოქედ და ჯერ პირველი მაეგაშირა გახდა, შემდეგ კომოსუბი, შემდეგ იმპერატორის თასი მოიგო, სეკივაკე გახდა, არ დასჯერდა წოდებას და ოძეკიც გახდა!

დღეს ლევანმა მე-4 შეხვედრა მოიგო ნაგოია ბაშოზე და ოთხიდან ოთხი გამარჯვება აქვს. დამარცხა კაკარიუ, გამოეთიშა ასპარეზობას ჰაკუჰო და დაუმარცხებელი მხოლოდ ლევანი და სეკივაკე მიტაკეუმია!

არც ოძეკობას არ დასჯერდება ლევანი, იოკუძუნა გახდება!

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

15 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172