მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს, შეხვდა

მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს, შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

რეფორმები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა, აგრეთვე არსებული ინიციატივები ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. ითქვა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის ტემპს გაზრდის.

აგრეთვე, როგორც პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრისას იანოშ ჰერმანმა განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებითაც იწყებს პროგრამების განხორციელებას.

მთავრობის მეთაურმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების გზაზე; იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობის რეფორმების მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრისას, აგრეთვე საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და პოზიტიურად შეფასდა ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.

საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ნაწილში მნიშვნელოვნად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც მიმდინარე წლის 18-20 ივლისაა დაგეგმილი.

ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

56 წუთის წინ

მათ შორის მოლაპარაკებები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დელეგაციის სირიაში ვიზიტის დროს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროს მინისტრებმა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, ვალიდ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080