თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

თიბისი ბანკის  ჩათ ბოტი, თი ბოტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება, მომხმარებელს ახალ აქციაში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც Ti Transfer-ით ნებისმიერი ოდენობის თანხას გადარიცხავენ, Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. აქცია 10 ივლისს დაიწყო და  4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად  გამოვლინდება 500 გამარჯვებული.

Ti Transfer -ით გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

  • შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;
  • დააჭიროთ "+" ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);
  • მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;
  • დაადასტუროთ გადარიცხვა;
  • მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის სასაუბროშივე მიიღებს.
  • "მიიღე თანხის" ღილაკის დაჭერის შემდეგ  თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

თი ბოტი თიბისი ბანკის ჩათ ბოტია, რომლის  საშუალებით  მესენჯერიდან გაუსვლევად შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, TKT.ge-დან ბილეთების შეძენა, დაგეგმილი ღონისძიებების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

1 საათის წინ

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.400 პროცნტით, მაქსიმალური 7.450პროცნტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.431 პროცნტით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.375...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273