ირმა ინაშვილი: 2012 წელს პოლიტიკიდან გამქრალ ბოკერიას დღეს ვაცლავ ჰაველობაზე აქვს პრეტენზია

ირმა ინაშვილი: 2012 წელს პოლიტიკიდან გამქრალ ბოკერიას დღეს ვაცლავ ჰაველობაზე აქვს პრეტენზია

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე ირმა ინაშვილი "აიპრესთან" წინასაარჩევნოდ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობაზე გადაწყვეტილებას აფასებს.

ირმა ინაშვილი ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს "პოლიტიკურ თამაშში" - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერთან გიგა ბოკერიასთან კავშირში ადანაშაულებს. 

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა გიგა ბოკერია ხელოვნურად დააწინაურა, შედეგად კი, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე "ევროპული საქართველო" ევროპაში "აშავებს" როგორც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, ისე "ქართულ ოცნებას". 

"ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯაროდ ვსაუბრობდი იმაზე, რომ შედგა შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში იგულისხმებოდა კონკრეტული სქემა: კვირიკაშვილს ნაციონალური მოძაობა თითქოს 2 პარტიად უნდა გაეხლიჩა, თითქოს ეს გამოიწვევდა ნაცმოძაობის დაშლას და გაქრობას პოლიტიკური ველიდან და ამ დროს, მაქსიმალურად უნდა დაწინაურებულიყო ბოკერიას ჯგუფი. შეთქმულების სქემის მიხედვით, ეს იქნებოდა ე.წ. საკენკი სააკაშვილ-ბოკერიას ამერიკელი ლობისტებისთვის: აი, ხალხს კი არ უნდა, მაგრამ ვეცადეთ და თქვენი ფავორიტები მაინც დავტოვეთ! სანაცვლოდ, გიგა ბოკერია კვირიკაშვილს სთავაზობდა დასავლური მხარდაჭერით უზრუნველყოფას, პრინციპით: დავწინაურდები არჩევნებში, გავხდები მთავარი ოპოზიცური ძალა და სამაგიეროდ, შენ, როგორც პრემიერს, გექნება ამერიკული მხადაჭერა. რეალურად რა მოხდა? პარლამენტში ბოკერიას ჯგუფს ყველა სტრატეგიული ბერკეტი მიეცა. შემდეგ, კვირიკაშვილ- ბოკერიას სქემა სრულ მოქმედებაში შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, როდესაც ბოკერიას (სრულიად დისკრედიტებულ) პარტიას მთელი 10%-ი დაუწერეს და თან, ცინიკურად გვარწმუნებდნენ, რომ ასეთი იყო ხალხის არჩევანი, რაც სამარცხვინო ტყუილია. კვირიკაშვილმა ბოკერია ხელოვნურად დააწინაურა. ვვარაუდობ, რომ ივანიშვილს არწმუნებდა, თითქოს ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა დაშალა. თუმცა, ყველას ესმის, რომ რომან გოცირიძე არავითარი „ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა“ არაა. ნამდვილი სწორედ ბოკერიას ჯგუფია. ამ პოლიტიკურ თამაშს სააკაშვილიც აჰყვა. დღეს კი, შედეგად რა არის? დასავლეთში, ამერიკასა და ევროპაში, ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთა წარმატებით „აშავებდა“ და „აშავებს“ როგორც პერსონალურად ივანიშვილს (რომელსაც რუსი ოლიგარქის იმიჯს უმტკიცებენ), ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას", - განაცხადა ირმა ინაშვილი. 

დეპუტატი აქვე ამბობს, რომ 2012 წელს პოლიტიკური არენიდან გამქრალ გიგა ბოკერიას, დღეს  ვაცლავ ჰაველობაზე გაუჩნდა პრეტენზია. "სულხან მოლაშვილის მწამებელს საგამოძიებო კომისიაც ჩააბარეს" და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაც ანდეს, რაც ინაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ამორალიზმია. 

"სწორედ ამაში ვადანაშულებდი კვირიკაშვილს, ამას ვამბობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, თუ ტელეეთერებიდან: ცუდად დამთავრდება ეს პოლიტიკური თამაშები. ახლა ზუსტად ეს ხდება. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები კვლავ ერთიანდებიან. დააკვირდით ფორმულირებას: უარს ვიტყვით ერთმანეთის კრიტიკაზე და ერთობლივი სტრატეგიით გავნაგრძობთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგო. ისინი არც არასდროს გაყოფილან, არც არასდროს ყოფილან ცალ-ცალკე, არც არასდროს ყოფილან განსახვავებულ პოზიციებზე. ამიტომ ქართველ ხალხს მოვუწოდებ, მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად გავააქტიუროთ ჩვენი მოქმედებები პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის ირგვლივ, რომელიც სწორედ ბოკერიების დასჯას ითვალისწინებს", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, "ნაცმოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველო" წინასაარჩევნოდ, თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080