ნაგოია ბაშო: ტოჩინოშინმა ოთხიდან ოთხი მოიგო

ნაგოია ბაშო: ტოჩინოშინმა ოთხიდან ოთხი მოიგო

ნაგოია ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ისევ დაუმარცხებელია.

დღეს ნაგოა ბაშოზე მე-4 დღის შეხვედრები გაიმართა. სამი დღის თავზე სამი გამარჯვების მქონე ლევან გორგაძეს (სიმაღლე 191სმ, წონა 169კგ) მეტოქედ ამჯერად მე-3 მაეგაშირა, იაპონელი აბი (სიმაღლე 187სმ, წონა 140კგ) შეურჩიეს სუმოს ქურუმებმა. აბი და ლევანი ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ - 2018 წლის მაისში და მაშინ ლევანმა თავისი საფირმო, იორიკირის ილეთით გაიმარჯვა. ამ ბაშოზე აბი სამიდან ორ შეხვედრაში დამარცხდა.

ხვალ ლევანის მეტოქე პირველი მაეგაშირა, იაპონელი კოტოშოგიკუ (სიმაღლე180 სმ, წონა 178კგ) იქნება. მასთან ლევანს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს - 8:24, თუმცა წელს გამართულ სამივე შეხვედრაში გამარჯვება აქვს მოპოვებული

გურამ თუშიშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

გურამ თუშიშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

3 საათის წინ

ჰოლანდიელმა როი მაიერმა თუშიშვილთან დაპირისპირება აგრესიულად დაიწყო, რასაც ტატამის ერთ-ერთ მხარეს სარეკლამო ბანერის ჩამოშლა მოჰყვა. მიუხედავად აგრესიისა, მაიერმა თუშიშვილთან ვერაფერი განაწყო, თუმცა ქართველ ფალავანს მეტოქის დასამარცხებლა...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273