ნინო თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ნინო თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში 23 წლამდელ ეტლით მოსარგებლეთა შორის ნინო თიბილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ სპორტსმენს 15:4 სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში. 

ასევე, ორი დღის წინ, ვარშავაში დასრულდა ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა მსოფლიო თასის ეტაპი, ცნობილი სახელწოდებით "კილინსკის ხმალი" (იან კილინსკი - პოლონეთის ეროვნული გმირი, თადეუშ კოსტიუშკოს უახლოესი თანამებრძოლი). წარმატებით იასპარეზა საქართველოს წარგზავნილმა ირმა ხეცურიანმა. 

შეჯიბრებაში ჩაბმული 22 სპორტსმენი თავდაპირველად ოთხ ჯგუფად გაიყვნენ. ირმამ ჯგუფში ბერძენი კალიოპ ლოუფაკი მშრალად 5:0 დაამარცხა, ჩინელ ხიაო რონგს, რუს ირინა მიშუროვას და უკრაინელ ოლენა ფედოტას ერთნაირი ანგარიშით 5:2 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ოლიმპიური სისტემით შეჯიბრების გაგრძელებისას პირდაპირ მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მერვედფინალში ირმამ ადვილად სძლია ინდონეზიელ ელიჰ ელიჰს - 15:1, შემდეგ კი მეოთხედფინალურ შეხვედრაში უკრაინელი ნადია დოლოგი დაამარცხა - 15:10. ნახევარფინალში ირმამ რთულ ბრძოლაში ასევე უკრაინელ ტატიანა პოზნიაკს სძლია 15:13 და ფინალში გავიდა. ფინალური შეხვედრა მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ და აგრეთვე პარაოლიმპიურ თამაშების გამარჯვებულ ტაილანდელ იანა საისუნთან ირმას გამარჯვებით 15:10 დასრულდა და მან ოქროს მედალი მოიპოვა.

ავტორი: რაულ კაპანაძე

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

23 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080