საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალური მატჩი, სადაც 2 ფავორიტი საფრანგეთი და ბელგია დაუპირისპირდნენ. მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა და ფინალში გავიდა. 

მატჩის ერთადერთი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა. 51-წუთზე ბარსელონას მცველმა უმტიტიმ თავური დარტყმით გაიტანა. 

გუნდებს გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ლორისმა და კურტუამ გუნდები 100 პროცენტიანი გოლისგან თითოჯერ იხსნეს. გაშვებული გოლის შემდეგ ბელგიამ შეუტია, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. მატჩის დამატებულ წუთებზე კი ფრანგებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. გოლის გატანა ვერც საფრანგეთმა შეძლო, შესაბამისად საფრანგეთი პირველი ფინალისტია და ფინალშიც ფავორიტის სტატუსით ითამაშებს. ბელგია კი მესამე ადგილისთვის მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

მეორე ფინალისტის ბედი ხვალ გაირკვევა, სადაც ერთმანეთში ურთიერთობას ხორვატია და ინგლისი გაარკვევენ.

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

23 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080