ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Summer Set" ბრუნდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Summer Set" ბრუნდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ახალი გამოწვევებით ბრუნდება. Summer Set-ის პირველი, საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ერთდღიანი ივენთის ჰედლაინერები იქნებიან: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal. ფესტივალის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პროექტი "ჩექინ ჯორჯია" 2018 -ის ფარგლებში იმართება. სასტუმრო Moxy-ში ფესტივალის ორგანიზატორებმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფირშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. პრესკონფერენციაზე დაანონსდა რომ Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალი საქართველოს მთის კურორტს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს გააერთიანებს.

Summer Set ცნობილი მუსიკოსების გარდა სცენას დამწყებ არტისტებსაც უთმობს. ასამდე სხვადასხვა ჯგუფის, პროდიუსერის თუ დიჯეიდან, სამს მიეცემა საშუალება საკუთარი თავი ფესტივალის სტუმრებს წარუდგინოს. Summer Set-ზე მოსულ მელომანებს ასევე დახვდებიან დამწყები ანტრეპრენერები, ვინც დღეს იწყებს საკუთარ საქმეს.

Summer Set ხელს შეუწყობს მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზებას, მოიზიდავს ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მსგავსი ტიპის ფესტივალები, რომლებიც აერთიანებს მუსიკას, სპორტს, მთის კურორტებს ამჟამად ინერგება ევროპაშიც.

5 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის პარტნიორი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიაც არის. სასტუმრო Moxy-ში გამართული პრესკონფერენციის დასასრულს მხარეებმა ხელი ერთობლივ მემორენდუმს მოაწერეს.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

1 საათის წინ

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.400 პროცნტით, მაქსიმალური 7.450პროცნტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.431 პროცნტით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.375...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273