გადაიღე საქართველოში"-ს ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

გადაიღე საქართველოში"-ს ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

2018 წლის 10-დან 17 ივლისის ჩათვლით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ.

ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ "ლოკაციის მენეჯერები", რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა: "Momentum", "The Air I breathe", "The Patriot", "Joe", "Shallow Hal", "Outcast", "Legendary", "The Last Castle" 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს   ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და  გააცნობენ  ქართული კინოს შესაძლებლობებს  და არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი "გადაიღე საქართველოში" ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 15 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  26,9 მლნ ლარს შეადგენს.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

"Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს "ქართული ლუდის კომპანია" Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა.  22 ივლისს უკვე  რიგით მეოთხე პრიზს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080