სტოლტენბერგი: მივესალმები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას

სტოლტენბერგი: მივესალმები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრა სრულად შეესაბამება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკას.

"მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრას. ეს სრულად შეესაბამება NATO-ს პოლიტიკას", - აცხადებს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, ალიანსში მხარს უჭერენ რუსეთთან მიმართებაში ორმხრივ მიდგომას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს სიძლიერე.

"ჩვენ გყავს საომარი ჯგუფები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ამით ჩვენ აგრეთვე იმის დემონსტრაციას ვახდენთ, რომ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეალიზაციას ვახდენთ. ამასთან, ჩვენ არ გვსურს ცივი ომი. ჩვენ გვჭირდება დიალოგი რუსეთთან სხვადასხვა დონეებზე, რათა რუსეთთან ურთიერთობა უკეთესი გავხადოთ", - აღნიშნავს სრტოლტენბერგი.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა სრულიად სწორი საქციელია, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, დიდი დაძაბულობის პერიოდში დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. სტოლტენბერგი აგრეთვე იმის შესახებაც საუბრობს, რომ ალიანსი ძალიან ერთიანია.

"აგრეთვე მივესალმები იმ ფაქტსაც, რომ ხვალინდელ ვახშამზე, პუტინთან შეხვედრამდე, ტრამპტთან ჩვენი და რუსეთის ურთიერთობის შესახებაც ვისაუბრებთ", - აცხადებს გენერალური მდივანი.

ცნობისთვის, რუსეთისა და ამერიკის ლიდერების ეხვედრა 16 ივნისს, ჰელსინკში შედგება.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080