შავგულიძე წულუკიანს: მთავარი კითხვა თუ ჩემთან გაქვთ, მას სიამოვნებით მოვისმენ ღია სივრცეში

შავგულიძე წულუკიანს: მთავარი კითხვა თუ ჩემთან გაქვთ, მას სიამოვნებით მოვისმენ ღია სივრცეში

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ თუ იუსტიციის მინისტრს მთავარი შეკითხვა მასთან აქვს, ის სიამოვნებით მოისმენ ამ შეკითხვას და პასუხსაც გასცემს.

ამის შესახებ შალვა შავგულიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ შეკითხვაც და მისი პასუხიც ღია, ტრანსლირებულ სივრცეში უნდა იყოს.

თეა წულუკიანმა თქვა, რომ ერთ-ერთ კანდიდატთან მას აქვს ერთი მთავარი შეკითხვა, თუმცა არ დაუზუსტებია რომელ კანდიდატთან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენ გიგულისხმათ. თქვენ რა ვერსია გაქვთ?

არ ვიცი. მარჩიელობას არ დავიწყებ. მე სიამოვნებით მოვისმენ ქალბატონ თეას მთავარ შეკითხვას. თუ ეს მთავარი შეკითხვა ჩემს მიმართ აქვს. ოღონდ ამას სიამოვნებით მოვისმენ ღია, ტრანსლირებულ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე. ასევე საჯაროდ გავცემ პასუხს ამ შეკითხვაზე. რაც შეეხება ვერსიას, ნამდვილად არ ვიცი რა შეკითხვა შეიძლება ჰქონდეს.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

11 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172