ყოფილი "ლეოგრანდი": საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

ყოფილი "ლეოგრანდი": საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

სასტუმრო "ველმონდი" იგივე "ლეოგრანდი" სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მუშაობას აგრძელებს. სასტუმროს ადვოკატი განმარტავს, რომ კომპანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

კახა წერეთელს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოებაც, რომ საგანაგებო სიტუაციების სამსახურთან მუდივი კომუნიკაციისა და მოთხოვნების 90%-ით შესრულების მიუხედავად უწყებამ სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერებისთვის ასე დაჩქარებულად მიმართა სასამართლოს და აღასრულა.

"რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია, სასტუმრო მუშაობას გააგრძელებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სარჩელი სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების თაობაზე, 48 საათში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. არ ვიცი რამ გამოიწვია ასეთი დამოკიდებულება, თუმცა შედეგი არის ის რომ ეს არის ბიზნესისთვის ძალიან დამაზიანებელი, მით უმეტეს ამ სეზონზე"-განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეო გრანდი”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

16 საათის წინ

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172