ტრამპმა პუტინთან შეხვედრამდე მას ''კონკურენტი'' უწოდა

ტრამპმა პუტინთან შეხვედრამდე მას ''კონკურენტი'' უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს კონკურენტი უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა ევროპაში ვიზიტის დაწყებამდე, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის ლიდერს შეხვდება.

შეკითხვაზე, ამერიკის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინი მტრად მიაჩნია თუ მეგობრად, დონალდ ტრამპმა არ უპასუხა.
„ვფიქრობ, რომ პუტინთან [მოლაპარაკებები] შესაძლოა ყველაზე მარტივი იყოს ჩემთვის ", - დასძინა ამერიკელმა პოლიტიკოსმა.

როგორც გამოცემა The Washington Post წერს, ევროპაში მოგზაურობისას ტრამპი ნატო-ს სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ვარაუდობს, სამიტის ფარგლებში მას სავარაუდოდ „თავდაცვითი ხარჯების შესახებ მკაცრი მოლაპარაკებები ექნება".

"ვფიქრობ, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მოლაპარაკებები კარგია, ცუდი არ არის", - განაცხადა მან.

16 ივლისს, ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მხარეებს შორის შეხვედრამდე დონალდ ტრამპი ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილებას და შემდეგ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის და დედოფალ ელისაბედ II- ს შეხვდება. 

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080