გუგული მაღრაძე: ჩვენ ვართ საკმაოდ სწრაფი განვითარების ქვეყანა

გუგული მაღრაძე: ჩვენ ვართ საკმაოდ სწრაფი განვითარების ქვეყანა

"რაც შეიძლება ეფექტური იყო 2 წლის წინ, დღეს აღარ არის ეფექტური და სჭირდება გადახალისება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებები გამართლებულია. 

"ახალმა პრემიერმა გადაწყვიტა და ვფიქრობ სწორად გადაწყვიტა, რომ ზუსტად სტრუქტურული მომენტები შეიტანოს მთავრობის ფორმირებაში. გარდა ამისა, ცხოვრება მიდის წინ, სხვადასხვა მოთხოვნებია. რაც შეიძლება ეფექტური იყო 2 წლის წინ, აღარ არის ეფექტური და სჭირდება გადახალისება. ამიტომ, ამ მხრივ ეს ცვლილებები არ მიმაჩნია რომ გაუმართლებელია. ჩვენ ვართ საკმაოდ სწრაფი განვითარების ქვეყანა", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.  

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

47 წუთის წინ

მათ შორის მოლაპარაკებები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დელეგაციის სირიაში ვიზიტის დროს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროს მინისტრებმა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, ვალიდ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080