საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტინა ქვიქთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობა განიხილეს. მათი შეფასებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი, ამ მიმართულებით, საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურება და გაღრმავებაა.

ირაკლი კობახიძემ შვედეთის მთავრობას მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქართველი ერი განსაკუთრებულად აფასებს იმ წვლილს, რომელიც შვედეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებაში შეაქვს.

მარტინა ქვიქის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შვედეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ასევე, ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და შვედეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ მარტინა ქვიქს საქართველოსა და შვედეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080