კარატისტებმა კიდევ ერთხელ ააფრიალეს სამტრედიის დროშა მსოფლიო ჩემიონატზე

კარატისტებმა კიდევ ერთხელ ააფრიალეს სამტრედიის დროშა მსოფლიო ჩემიონატზე

2018 წლის 4–5–6–7– ივლისს ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში ჩატარდა მსოფლიო ჩემიონატი კიოკუშინკაი კარატეში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის, სადაც მონაწილეობდა 16 ქვეყნის 300–მდე სპორტსმენი. 

მათ შორის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის კარატეს ჯგუფის წევრები მანანა მუქერია, რომელმაც მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა და მარიამ გოგიტაური, რომელმაც მე–4 საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო.

მარიამ გოგიტაურმა ნახევარფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა ჩაატარა იაპონიის წარმომადგენელთან და ძირითადი დრო დაამთავრა ფრედ. ტატამის მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით, უპირატესობა მიანიჭეს იაპონელს და ჩემპიონატი გაგრძელდა. მარიამმა დაიკავა მე–4 ადგილი. ორთაბრძოლის ტექნიკურად წარმატებით ჩატარებისთვის მარიამ გოგიტაურს, ჩემპიონატის ორგანიზატორებისა და მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით გადაეცა პრიზი: სწრაფვა გამარჯვებისკენ, ოქროს მედალი და დიპლომი.

სენსეი მიხეილ ქანთარიას, როგორც წარმატებულ მწვრთნელ–მასწავლებელს, გადაეცა ოქროს მედალი და დიპლომი.

სამომავლოდ, მიმდინარე წლის 6–7 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ გეტბორგში ტარდება ევროპის ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში, რომელშიც წინ ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულები, დაფინანსების შემთხვევაში მანანა მუქერია და მარიამ გოგიტაური მიიღებენ მონაწიელობას.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქე მამა-შვილი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქე მამა-შვილი დაშავდა

12 წუთის წინ

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გულ-მკერდის ტრამვით გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით პირველადი დაკვირვებით პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ. ავტოსაგზაო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172