შსს-მ ბათუმში სომხეთის მოქალაქეების გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ ბათუმში სომხეთის მოქალაქეების გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის შუშა დააზიანეს და დიდი ოდენობით თანხა და პირადი ნივთები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' და მე-4 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით.
 

პროკურატურა: ეკონომიკის სამინისტროში და კიდევ 2 უწყებაში, საგამოძიებო პროცედურებს ვატარებთ

პროკურატურა: ეკონომიკის სამინისტროში და კიდევ 2 უწყებაში, საგამოძიებო პროცედურებს ვატარებთ

11 საათის წინ

ინფორმაციის გადასამოწმებლდა "აიპრესი" მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.  "აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება, თუმცა ეფექტური გამოძიების მიზნით ტარდება სხვადასხვა საპროცესო მოქმედება", - გვითხრეს პროკურატურაში.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080