I არხის კომენტატორი: რუსეთის ნაკრებზე ნათქვამ ფრაზას საერთოდ არ ვნანობ

I არხის კომენტატორი: რუსეთის ნაკრებზე ნათქვამ ფრაზას საერთოდ არ ვნანობ

ამის შესახებ პირველი არხის კომენტატორმა ლევან ღუდუშაურმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა.

"დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფრაზას, ზოგს მოეწონა ზოგს - არა. ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა უფრო იყო. უცხო არ არის, რომ ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ, ხორვატიის ნაკრებს. ამას ვაღიარებ და საერთოდ არ ვნანობ, რაც გავაკეთე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში პოლიტიკის მიღმა ტარდება და მართლა საფეხბურთო ცხოვრებით დაიმსახურა ქვეყანამ... კონკურენტად ჰყავდა ინგლისი", - განაცხადა ლევან ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, როდესაც რუსეთი ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა, პირველი არხის კომენტატორმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ოკუპანტი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს! 

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

7 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172