გიორგი ბაქრაძე: არ მეგონა, რომ როდესმე ინგლისის ნახევარფინალში გასვლას მოვესწრებოდი

გიორგი ბაქრაძე: არ მეგონა, რომ როდესმე ინგლისის ნახევარფინალში გასვლას მოვესწრებოდი

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა" განაცხადა, რომელიც ინგლისის ნაკრების გულშემატკივარია.

"ინგლისის ნაკრების წინა თაობაში იყო ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ისინი ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. იქ იყო მცდელობა ერთ გუნდში "შეეტენათ" (უკაცრავად ვულგარიზმისთვის) ლამპარდი, ჯერარდი და სქოულზი, რომელიც დამთავრდა ცუდად. იქ იყო ეგოების ძალიან დიდი ჭიდილი და იყო ძალიან დიდი ქიშპობა სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებს შორის. როდესაც მანჩესტერის ფეხბურთელები არ ეკონტაქტებოდნენ ლივერპულის ფეხბურთელებს. მგონია, რომ ახლა ინგლისი გაცილებით უფრო კარგი გუნდია, ვიდრე ინგლისის ნებისმიერი ნაკრები, რომელიც მინახავს 1996 წლიდან. მე ძირითადად მაინც პესიმისტი ვარ და არ ვიცი რა შანსი აქვს. მით უმეტეს რომ არ მეგონა, რომ როდესმე მოვესწრებოდი ინგლისის ნახევარფინალში გასვლას. მე თავს შევიკავებ პროგნოზის გაკეთებისგან, თუმცა ვნახოთ რა მოხდება. მგონია, რომ საუთგეიტის დიდი დამსახურებაა, რომ მან შექმნა გუნდი, რომელიც არ არის ვარსკვლავური. ეს არის გუნდი, რომელსაც უხარია ერთმანეთთან თამაში და წარმატება ძირითადად ამის შედეგია", - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ. 

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

11 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172