ხვალ, ვაკის პარკში, ვაკის დასაქმების ფორუმი გაიმართება

ხვალ, ვაკის პარკში, ვაკის დასაქმების ფორუმი გაიმართება

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. 

"10 ივლისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ვაკის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველთათვის დასაქმების ფორუმი იგეგმება.
ფორუმში მონაწილე 15-მდე მსხვილი კომპანია 800-მდე შრომის ბაზარზეარსებულ აქტიურ ვაკანსიას წარადგენს.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N76 (ვაკის პარკში). დრო: 12:00 საათი", - ნათქვამია გავცელებულ ინფორმაციაში.
 

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

3 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080