ყვარლის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიასთან ერთად ბალღოჯიანის გზის მოასფალტების პროცესი დაათვალიერეს

ყვარლის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიასთან ერთად ბალღოჯიანის გზის მოასფალტების პროცესი დაათვალიერეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქევხიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიასთან ერთად დაათვალიერეს ს. ბალღოჯიანთან მისასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტების პროცესი.ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მერია ავრცელებს.

ს. ბალღოჯიანში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრეს პრობლემებზე და იმ საჭიროებების გადაჭრის გზებზე, რომლებიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ს. ბალღოჯიანის სკვერის პროექტზე მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები პროექტის განხორციელებისთვის.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ ვზრუნავთ ეტაპობრივად თითოეულ სოფელს შევუქმნათ საჭირო ცივილური და კომფორტული გარემო.

თემები:
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

7 საათის წინ

"ბლექ სი არენაზე“. მასშტაბური შოუ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.  "წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს გამორჩეულ მხარდაჭერას კი ჩვენს გოგონებისა და ბიჭეის გუნდს ვუცხადებ, წარმატება თითოელ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172