საფრანგეთის პრეზიდენტი  მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე დასასწრებად რუსეთს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე დასასწრებად რუსეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს არ შეხვდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე საკუთარი ქვეყნის საგულშემატკივროდ რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას RBC ავრცელებს. 

პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობები აქვთ.
"ბატონი მაკრონი პეტერბურგში მხოლოდ მატჩზე დასასწრებად ჩამოფრინდება და შემდეგ ქალაქს დატოვებს",-განმარტა მან.
საფრანგეთისა და ბელგიის მატჩი 10 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. როგორც ელისეის სასახლის პრესსამსახური იტყობინება, ემანუელ მაკრონი რუსეთში მოლაპარაკებას არ გამართავს, არამედ რუსეთში მხოლოდ მატჩზე დასასწრებად ჩადის. მანამდე, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ თუ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები გავიდოდა, ის თამაშს აუცილებლად დაესწრებოდა. 

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080