წულუკიანი: საპროკურორო საბჭოს სხდომას მედია ვერ დაესწრება, აუდიჩანაწერი საიტზე აიტვირთება

წულუკიანი: საპროკურორო საბჭოს სხდომას მედია ვერ დაესწრება, აუდიჩანაწერი საიტზე აიტვირთება

საპროკურორო საბჭოს სხდომას მედია ვერ დაესწრება, თუმცა მოხდება აუდიჩანაწერის გაკეთება, რომელიც საბჭოს ვებ-გვერდზე აიტვირთება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმაზე, რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრი სხდომის გახსნას ითხოვს და რა პასუხი აქვს მას ამაზე?

"საპროკურორო საბჭო არის ძალიან გამჭვირვალე, ღია ორგანო, ის რა თქმა უნდა მედიისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. ხდება აუდიოჩაწერა ყველა სხდომისა, რომელიც არის ნებისმიერი პირისთვის შემდეგ მიწოდებული. ასევე როგორც წინა ჯერზე იყო, ახლაც მოხდება კანდიდატების გასაუბრების ჩაწერა, რომელიც განთავსდება საპროკურორო საბჭოს ვებ-გვერდზე. ასე იყო მანამდე და ასე იქნება ახლაც, შესაბამისად საზოგადოებასა და მედიას ექნება სრული შესაძლებლობა გასაუბრებაც მოისმინოს და ხელმისწავდომობაც ჰქონდეს. 

თუმცა, უშუალოდ მედიის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ვერ დაესწრებიან, რადგან ასეთია საბჭოს დებულება. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს, პროფესიონალს, პროკურორს ან მოსამართლეს, მეცნიერს, დეპუტატს, სჭირდება სამუშაო გარემო. იმიტომ რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასე ფიქრობს, არ მგონია რომ იყოს კარგი აზრი. მედია წინასწარ იქნება მოწვეული, როგორც ამას საბჭოს დებულება ითვალისწინებს. თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი წევრი გამოკითხოთ და დაუსვთ თქვენთვის საინტერესო კითხვები. შესაბამისად საპროკურორო საბჭო იყო, არის და იქნება თქვენთვის ღია და გამჭვირვალე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ვაკანტურია

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ვაკანტურია

16 საათის წინ

ამ დროისთვის უცნობია ვინ დაიკავებს პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტს. ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე 2017 წელს დაინიშნა.  მანამდე კი ამირანაშვილი, 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193