რუსული მედია: რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა იდეალურად წააგო

რუსული მედია: რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა იდეალურად წააგო

როგორც რუსული BBC წერს, რუსეთი-ხორვატიის დაპირისპირების შემდეგ, ქვეყნის ყველა ცენტრალური გამოცემა გამოეხმაურა აღნიშნული შეხვედრის შედეგებს. "რუსეთის ნაკრების წევრებმა აწეული თავებით დატოვეს ჩემპიონატი", - წერს გამოცემა "Известия" და რუსეთის ნაკრების თამაშს ფანტასტიურს უწოდებს.

"თუკი დამარცხება შესაძლებელია იყოს იდეალური, მაშინ ის ზუსტად ასეთია", - ასე ახასიათებს გაზეთი "Коммерсант" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთი-ხორვატიის შეხვედრას, რომლის შედეგადაც რუსეთი გამოეთიშა ჩემპიონატს. გაზეთი აგრეთვე წერს, რომ რუსმა სპორტსმენებმა ისე დატოვეს მოედანი, თითქოს ნახევარფინალში გავიდნენ.

"რუსმა ფეხბურთელებმა საშინელი დისკომფორტი შეუქმნა ძლევამოსილ მოწინააღმდეგეს - ზედიზედ მეორე მატჩია, რაც რუსეთის ნაკრები დამატებით დროში წარმოუდგენელი თავისუფალი ნებისა და საოცარი ფიზიკური მომზადების დემონსტრირებას ახდენს. მათ ხორვატიელები თავიანთი კარის კუთხეში მოიმწყვდიეს და იმაზე ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს, ვიდრე ესპანეთი. ზედიზედ მეორე მატჩია, რაც დაპირისპირება პენალტების სერიით სრულდება.

ზედმეტად გრანდიოზული იყო განსხვავება მოლოდინებსა და შედეგებს შორის. 

რუსების თამაში, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ვერ ჩაითვლება იმის გარანტიად, რომ ნაკრებმა უკვე მკვეთრად აიმაღლა თავისი ტრადიციული სტატუსი და შეიჭრა ელიტურ ფეხბურთში. ამიტომ, ეიფორიაში ჩავარდნასთან, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს ემოციები, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მსგავსი მოვლენები საფეხბურთო სამყაროში აქამდე უკვე არაერთხელ მომხდარა." - წერს გამოცემა.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

3 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080