ნიკა გვარამია: არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილის დაჭერას ვერ გაბედავს

ნიკა გვარამია: არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილის დაჭერას ვერ გაბედავს

„გიორგი მარგველაშვილი კენჭს თუ იყრის, მის პოლიტიკურ ბაზაში ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ფიგურაა გიორგი კვირიკაშვილი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

გვარამია ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი მზად არის, გიორგი კვირიკაშვილი გვერდში დაიყენოს, რადგან ის, ყოფილი პრემიერის მიმართ სიმპათიას ყოველთვის გამოხატავდა. 

ასევე, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტიას თუ არ შექმნის, ის შესაძლოა, თავის გუნდის წევრებთან ზურაბ ალავიძესთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, დაიჭირონ. პოლიტიკური პარტია კი, კვირიკაშვილის „თავშესაფარი“ გახდება. 

ეკა კვესიტაძე: ივანიშვილის სისტემა არის ასეთი, ყველას ურიგებს მისთვის განკუთვნილ ულუფას, თუ ვინმე შეეცადა, რომ უფრო მეტი ულუფა მოიპოვოს, ვიდრე ივანიშვილმა მას გამოუყო, მას მაშინვე ექმნება პრობლემები. ამის გადასარევი მაგალითია კვირიკაშვილი. 

ნიკა გვარამია: გიორგი კვირიკაშვილი იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ ის არ მიდის საკუთარი სურვილით, ის მიდის პარტიასთან უთანხმოების გამო.

ეკა კვესიტაძე: ერთადერთი მიზანი, რაც იყო კივირიკაშვილის მოხსნა, იყო მისი განეიტრალება და ეჭვიანობა მასე, რომ მან თავის მეგობრებთან ერთად, მათ შორის ბანკირებთან ერთად, შექმნა ...

ნიკა გვრამია: ეს არის პოლიტიკური შიზოფრენიის ნიშნები, ბიძინა ივანიშვილის მხრივ. 

ეკა კვესტიაძე: ქუმსიშვილი და ალავიძე არ გაუშვეს საზღვარზე... 

ნიკა გვარამია: ეს პირდაპირ ნიშნავს მუქარას, ან მოსალოდნელ პატიმრობას. 

ეკა კვესიტაძე: და ნადირობას კვირიკაშვილის გუნდზე. 

ნიკა გვარამია ამბოს, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის გიორგი კვირიკაშვილი ყოველთვის იყო სასურველი პარტნიორი. 

ნიკა გვარამია: ყოველთვის ცალკე გამოყოფდა კვირიკაშვილს, როგორც გაწონასწორებულ ადამიანს, რომელთანაც საუბარი შეიძლება.
მარგველაშვილი მზად არის, კვირიკაშვილი გვერდში დაიყენოს. ეჭვი მაქვს, რომ კვირიკაშვილსაც. პოლიტიკური პარტია შეიძლება კვირიკაშვილის თავშესაფარი გახდეს სამართლებრივი დევნისგან და გახდება კიდევაც, თუ მას გამბედაობა ეყოფა. თუ მას ეს გამბედაობა არ ეყოფა და ჩირგვებში ჩადება, ყველა ვინც ჩირგვებში ჩაჯდა, ბიძნა ივანიშვილმა დაიჭირა. არ მაქვს ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს კვირიკაშვილის დაჭერას. ბიძინა ივანიშივლის იმდენი დავალება აქვთ მათ შესრულებული, გამორიცხულია ერთი უკანონო მაინც არ იყოს.
 

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080