პესკოვი: მიუხედავად დამარცხებისა, პუტინს მიაჩნია, რომ რუსი ფეხბურთელები გმირები არიან

პესკოვი: მიუხედავად დამარცხებისა, პუტინს მიაჩნია, რომ რუსი ფეხბურთელები გმირები არიან

კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთი-ხორვატიის შეხვედრას უყურა და რუს ფეხბურთელებს გმირები უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, საფეხბურთო მოედანზე ეცემოდნენ.

ვლადიმერ პუტინის რეაქციების შესახებ მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა. მისი თქმით, პუტინს მიაჩნია, რომ მიუხედავად წაგებისა, რუსი ფეხბურთელები მაინც გმირები არიან.

"პუტინი უყურებდა. გულშემატკივრობდა. ჩვენები სამართლიან, ულამაზეს ბრძოლაში დამარცხდნენ. მაგრამ ჩვენი აზრით, მათ ძალიან იყოჩაღეს. გმირები არიან. ისინი საფეხბურთო მოედანზე დაეცნენ. ჩვენ ვამაყობთ მათით!", - აღნიშნავს კრემლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთი-ხორვატიის შეხვედრაში რუსეთი პენალტების სერიაში დამარცხდა.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080