"ფლორანს ნაითინგეილის" კლინიკა: მალინა ბერიკაშვილს უწყებრივი კავშირი ჩვენთან საერთოდ არ აქვს!

"ფლორანს ნაითინგეილის" კლინიკა: მალინა ბერიკაშვილს უწყებრივი კავშირი ჩვენთან საერთოდ არ აქვს!

"ფლორანს ნაითინგეილის" საავადმყოფოდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ როგორც გაირკვა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან შეთნხმების გარეშე გაკეთდა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები, ხოლო თავად განცხადების ავტორს არ გააჩნია უწყებრივი კავშირი მოცემულ კლინიკასთან. საავადმყოფო შეწუხებულია იმის გამო, რომ მათმა სახელმა გაიჟღერა ამგვარ კონტექსტში.

კიდევ ერთ დამატებით განმარტებას ავრცელებს საავადმყოფო c ჰეატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაკომპეტენტურ განცხადებაზე, რომელიც ვინმე მალინა ბერიკაშვილმა გაავრცელა. გუშინვე განცხადებას საკმაოდ ვრცელი პასუხი მოჰყვა თურქეთის საელჩოდად, სადაც ნათქვამია:

"თურქეთი და საქართველო ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულვბელვყოთ, არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ნამკურნალებ პაციენტებს, წელიწადნახევარში ან ორში ღვიძლის სიმსივნე უჩნდებათ. რასაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, კატეგორიულად გამორიცხავს და სიცრუეს უწოდებს.

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

8 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080