ოქრო ხორვატიიდან - ბაგრატ გაგნიძე კადეტ მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო)

ოქრო ხორვატიიდან - ბაგრატ გაგნიძე კადეტ მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო)

ხორვატიის დედაქლაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დამთავრდა შეჯიბრი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 48კგ წონით კატეგორიაში გორელი გიორგი გეგელაშვილის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს 71კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქუთაისელმა ბაგრატ გაგნიძემ შემატა ოქრო. 

შეხვედრის დასაწყისში ბაგრატი დაწინაურდა - 2:0, თუმცა მისმა მოწინააღმდეგემ ინდოელმა ბალიან გურავმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, პერიოდის ბოლოს კი დაწინაურდა კიდეც - 4:2. მეორე პერიდის დამთავრებამდე 44 წამით ადრე მან კვლავ აიღო 2 ქულა და ამასთან კიდევ 12 წამი ბაგრატის ზემოდან მოქცეული იყო. მეტად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა ბაგრატმა შეძლო მობილზება და დამთავრებამდე 25 წამით ორქულიანი გდებით ანგარიში შეამცირა. შეხვედრის განახლებისთანვე კი კვლავ შეტევაზე გადავიდა და კვლავ ანალოგიური გდებით შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ მან ჯერ მოახერხა და 10 წამი არ მისცა ინდოელ ხალიჩიდან წამოდგომის საშუალება, შემდეგ კი მოიგერია მისი შეტევა და ბოლოს შესრულებული ილეთის უპირატესობის გამო გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აწ უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს სიხარულის ცრემლის შეკავება გაუჭირდა.

დღეს ბრძოლაში კლასიკური სტილით მოჭიდავე კადეტები ჩაერთვნენ და ხუთიდან ორ წინით კატეგორიაში გვყავს ფინალისტები. 55 კგ წონით კატეგორიის ფინალში გიორგი პერტაია ირანელ ამირხოსეინ გოლამ რეზა ხუნსარს შეხვდება, ხოლო 80კგ წონით კატეგორიაში გიორგი ცოფურაშვილი სომეხ კარენ ხაჩატრიანს. 65კგ წონით გატეგორიაში ხვიჩა ანანიძე იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

5 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080