ნათელაშვილი: ივანიშვილი საქართველოს დაქცევით ფულს ათეთრებს, მივმართე გაეროს, ეს შეისწავლოს

ნათელაშვილი: ივანიშვილი საქართველოს დაქცევით ფულს ათეთრებს, მივმართე გაეროს, ეს შეისწავლოს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი "ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაქცევით ფულს ათეთრებს" და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართავს, ეს საკითხი გამოიძიონ.  

" ნენსკრა ჰესის მშენებლომამ უკვე გამოწივია ეკოლოგიური კატასატროფა, რასაც ვეღარაფერი შეაჩერებს. დაიწყო სვანეთის დაცარიელება. მე მივმართე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ფულის გათეთრების მიზნით, საქართველოს დაქცევა-განადგურებას და ამ მეთოდით ჰესების მშენებლობას.

ვინაიდან ეს პიროვნება ითვლება ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად, რომელთანაც სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ არანაირი საშუალება მის მიმართ გაატარონ სამართლებრივი ღონისძიებები, ასეთ შემთხვევაში, გაეროს წესდების შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გაერომ, სხვა შემთხვევაში გაგრძელდება საქართველოს დაშლა-განადგურება უკვე ეკოლოგიური ჰდრო-ოკუპაციის კუთხით და აქ საცოვრებელი ადგილიც აღარ დარჩება.

რაც სვანეთში მოხდა, ამის შესახებ ადრევე იყო ცნობილი და ვაფრთხილებდით ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას. ივანიშვილმა და კალაძემ ამ გზით გაანადგურეს თერგის ხეობა, ჭოროხის ხეობა არის იავარქმნილი. ალგეთსა და ტანძიაზე ოქროს მოსაპოვებლად რა ქნა ბიძინა ივანიშვილმა, ამის თაობაზე ყველა საქმის კურსშია. შაორის წაყალსაცვზე მილიონობით წაბლის ხე მოიჭრა და გაიტანა საზღვარგარეთ ივანიშვილმა, ლეჩხუმის დატბორვას რომ აპირებდა და ხადნდოს ხეობასაც მიწვდა ესეც ცნობილია.

ჰესზე სამშენებლო სამუშაოებმა, ნენსკარს კალაპოტის არაერთხელ შეცვლამ, აფეთქებებმა დაძრა მიწა, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს და იმ ხალხი სასწრაფოდაა მოსაძებნი ახალი საცხოვრებელი.

მთელი ეს დანაშაული, ცოდვა ბიძინა ივანიშვილის კისერზეა, ისევე როგორც მისი და კალაძის კისერზეა დევდორაკის ჩამოქცევა", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080