უსუფაშვილი: დღევანდელი "ოცნება" ჩადგა იმ რიგებში, რომელიც 2012 წლის ცვლილებას ემუქრება

უსუფაშვილი: დღევანდელი "ოცნება" ჩადგა იმ რიგებში, რომელიც 2012 წლის ცვლილებას ემუქრება

"სამწუხაროდ დღევანდელი "ოცნება" ჩადგა იმ რიგებში, რომელიც 2012 წლის ცვლილებას ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ის ღირებულებებები და ის პრინციპები რისთვისაც ცვლილება მოხდა ნელ-ნელა ჩაანაცავლა ერთადერთმა პრინციპმა.

"ეს პრინციპია ის, როგორ დავრჩეთ ხელისუფლებაში და როგორ გვქონდეს ყველაფერზე მონოპოლია. ივანიშვილმა დაუშვა შეცდომები. მისი შეცდომების ყველაზე დიდი მსხვერპლი თავად ივანიშვილია. მან ქვეყნის სახელმწიფოებრივი მართვის სისტემა კი არ გააჯანსაღა, არამედ ძველი სისტემის უკეთესად გამოყენება გადაწყვიტა. ძველი სისტემა იყო ერთპარტიული პარლამენტი, სასამართლოზე მეურვეობა, პროკურატურაზე, მედიის იმ ნაწილზე, სადაც ხელი მიუწვდებოდა. ოღონდ ამ ყველაფრის უკეთ გამოყენება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

11 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172