"შტადლერის" ორსართულიან მატარებლებში, მგზავრებს საკვებისა და სასმელების შეძენა შეეძლებათ

"შტადლერის" ორსართულიან მატარებლებში, მგზავრებს საკვებისა და სასმელების შეძენა შეეძლებათ

დღეიდან, საზღვაო კურორტების მიმართულებით მოძრავ, შვეიცარული ფირმის, "შტადლერის" ორსართულიან მატარებლებში, მგზავრებს სხვადასხვა ტიპის საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ვენდინგ აპარატები "შტადლერ ქისის" მოძრავ ვაგონებში უკვე დაამონტაჟა. კომპანია Azkoyen მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ბაზარზე ლიდერის პოზიციაზეა. სწორედ მისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ვენდინგ აპარატები. რაც შეეხება პროდუქციას, 1 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას საჯარო აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ჯორჯიან ვენდინგ გრუფი" მოამარაგებს.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

11 საათის წინ

"Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს "ქართული ლუდის კომპანია" Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა.  22 ივლისს უკვე  რიგით მეოთხე პრიზს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080