კანადაში ცივი იარაღით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა

კანადაში ცივი იარაღით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა

კანადის ქალაქ ტორონტოში ცივი იარაღით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაცია ტორონტოს პოლიციის ვებგვერდზე გავრცელდა.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის, 18, 19 და 28 წლის ასაკის სამი ქალი, ასევე 49 წლის მამაკაცია. აღსანიშნავია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციის განცხადებით, 20 წლის ჯეიდ ნელსონი, რომელიც ავტობუსების მგზავრების თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, დანაშაულის ადგილზე დააკავეს. იგი გირაოს შეფარდებამდე, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. რატომ დაესხა 20 წლის გოგონა ავტობუსის მგზავრებს თავს, ეს ჯერ კიდევ უცნობია. 

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080