სააკაშვილი: "საიას" განცხადება ორმაგი სტანდარტის მაგალითი და კანონის მცდარი ინტერპრეტაციაა

სააკაშვილი: "საიას" განცხადება ორმაგი სტანდარტის მაგალითი და კანონის მცდარი ინტერპრეტაციაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "საიას" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება ორმაგი სტანდარტის მაგალითი და კანონის მცდარი ინტერპრეტაციაა.

"საიას" განცხადება არის ორმაგი სტანდარტის მაგალითი და კანონის მცდარი ინტერპრეტაცია. კანონმდებლობით დაშვებულია საარჩევნო დაპირებების გაცემა ბიუჯეტის ფარგლებში.

მაგრამ ეს იგივე ხალხია, რომელიც 2012 წელს ივანიშვილი პირდაპირ ფულს რომ არიგებდა საკუთარი ჯიბიდან, სამწუხაროდ, არ ახდენდნენ სათანადო და ადეკვატურ რეაგირებას და სიტყვა "მოსყიდვა" არც გახსენებიათ და არ აღნიშნავდნენ ივანიშვილის მხრიდან ამომრჩევლის პირდაპირ მოსყიდვას", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოქალაქეებისთვის "გარანტიის სერთიფიკატების" გადაცემის ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს. "საია" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სათანადო რეაგირება:

"საია ეხმიანება ბოლო დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოქალაქეებისთვის "გარანტიის სერთიფიკატების" გადაცემის ფაქტს, ასევე, პარტიის

ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იგი გეგმავს, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ, იკვეთება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით.

მოვუწოდებთ: სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office -შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სათანადო რეაგირება; პოლიტიკურ პარტიებს/მათ წარმომადგენლებს - უზრუნველყონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა." აცხადებენ "საიაში".

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080